სხდომათა დარბაზში დაპირისპირება მოხდა

კანონის და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა იმ 84 დეპუტატს, რომელიც რუსული კანონის დამტკიცებას ხმა მისცა და მის დაკანონებას ახლა ვეტოს დაძლევით გეგმავს, ქვეყნის მოღალატეები უწოდა, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

“არაფრით არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი-მეთქი. მოაწერეთ და 84 კაცი გვეცოდინება, ვინ ჯანდაბა ხართ ამ ქვეყანაში შემოსულები. მსგავსი პარლამენტი, ასეთი მოღალატეობრივი, არ ახსოვს საქართველოს ისტორიას. ხმა არ გავიგო” – თქვა თაკო ჩარკვიანმა, რაზეც, “ოცნების” დეპუტატმა მას უთხრა, რომ თავხედია.

ამის შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერმა წილოსანს კორუმპირებული და მონა ეძახა.

დაპირისპირებაში, წილოსანის გვერდით მჯდომი არჩილ თალაკვაძეს ჩაერთო, რომლემაც თქვა, რომ თავი გაუსკდა და თაკო ჩარკვიანის გაჩუმება სცადა.

გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებული შენიშვნების წარდგენა უკვე დაასრულა და ამ წუთებში, პარლამენტში კითხვა-პასუხის რეჟიმი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში დღეიდან შედის
შემდეგი სტატიაპარლამენტი, სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს