სებ-მა სავალუტო აუქციონზე $60 მილიონი გაიტანა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს მორიგი სავალუტო აუქციონი განახორციელა და გასაყიდად 60 მილიონი დოლარი გამოიტანა. აღნიშნული თანხიდან ბაზარმა 48.7 მილიონი დოლარი აითვისა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.

ინტერვენციის შედეგად Bloomberg-ის სავალუტო სისტემაში დოლარის ღირებულება, რაც იქამდე 2.8149-ს შეადგენდა, ჯერ 2.7829-მდე შემცირდა, ხოლო ამჟამად ის 2.7910-ს შეადგენს.

სებ-მა წინა აუქციონი 16 მაისს გამართა და 60 მილიონი დოლარი გაყიდა.

banner
წინა სტატიაშიამერიკა 25 000 კილომეტრს იქითაა, სუვერენიტეტის მთავარი საფრთხე რუსეთია – მანჯგალაძე
შემდეგი სტატიათუ ახლა დატოვებთ მმართველ პარტიას, გადმოხვალთ ოპოზიციაში და ამ სამარცხვინო კანონის მიღებას ამ ქვეყანას თავიდან ააცილებთ – ხვიჩია უმრავლესობას