საქართველოში „გარე გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს – ბორელი

კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს – რუსულ კანონთან დაკავშირებით მოსაზრებას საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ტვიტერზე ავრცელებს და “ოცნების” ხელისუფლებას მიმართავს:

“საქართველოში „გარე გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. საბოლოო მიღების შემთხვევაში ის შეზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობას, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროპული გზა.” წერს ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი.

banner
წინა სტატიაშიარა რუსულ კანონს და ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენს მთავარ მიზანს გვაშორებს – შოთა არველაძე
შემდეგი სტატიაომბუდსმენი 16-17 აპრილის ღამის პირველად მონიტორინგს აქვეყნებს