არა „ქართულ ოცნებას“! არა მასთან გარიგებულ ბოკერიას გუნდს! არა ნაციონალურ მოძრაობას!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 3, 2019 14:17

არა „ქართულ ოცნებას“! არა მასთან გარიგებულ ბოკერიას გუნდს!  არა ნაციონალურ მოძრაობას!

„ქართულმა ოცნებამ“ და გიგა ბოკერიას გუნდმა ერთად დადგეს გავრილოვის სპექტაკლი-პროვოკაცია. „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა რუსი დეპუტატი პარლამენტში და განზრახ დასვა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ხოლო ბოკერიას ხალხი წინა დღეს დაბეჭდილი პლაკატებით შემოვარდა დარბაზში და გააძევა გავრილოვი. პლაკატები წინა დღეს დაბეჭდეს, რადგან ყველაფერი იცოდნენ და მოლაპარაკებულნი იყვნენ „ქართულ ოცნებასთან“.
პირველ ივლისს ირმა ინაშვილი რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა შეხვედროდა და უნდა გაუქმებულიყო ვიზები. ორ ივლისს ირმა ინაშვილი სოხუმისა და ცხინვალის ხელმძღვანელობას უნდა შეხვედროდა. გავრილოვის პროვოკაციამ ეს შეხვედრები ჩაშალა. სწორედ ამიტომ დაიდგა ეს სპექტაკლი.
გავრილოვის სპექტაკლით ისარგებლა სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ დესტაბილიზაცია სცადა და მოახერხა კიდეც. „ქართულ ოცნებას“ და ბოკერიას პროცესები ხელიდან გაექცა, კონტროლი დაკარგეს და რეზინის ტყვიებმა სრულიად უდანაშაულო ხალხი სამუდამოდ დააზიანა.

მოვითხოვთ: „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება! ბოკერიები და სააკაშვილები დაისაჯონ!
ამავდროულად, ნაციონალურმა მოძრაობამ მთელი საქართველოს მობილიზაცია გამოაცხადა და ჯამში 3500 კაცზე ნაკლები შეკრიბა. კახეთიდან, მაგალითად, 43 კაცი ჩამოიყვანა, იმერეთიდან კი – 18; ამავე დღეს, ზუგდიდში ჩვენს აქციაზე დაახლოებით 12 000 კაცი მონაწილეობდა. ისმის კითხვა: სადაა ნაციონალური მოძრაობის 800 000 მხარდამჭერი? ცხადია, რომ არჩევნებიც „ქართული ოცნების“ დადგმული სპექტაკლია.

„ქართულ ოცნებას“, ბოკერიას ჯგუფს და ნაციონალურ მოძრაობას უნდათ, რომ უარი ვთქვათ სოხუმზეც, ცხინვალზეც და დავით გარეჯზეც.

ჩვენ არ ვამბობთ უარს არც სოხუმზე, არც ცხინვალზე და არც დავით გარეჯზე!
„ქართული ოცნების“, ბოკერიასა და ნაციონალური მოძრაობის თამაშები გამოიწვევს ახალ ომს რუსეთთან. ჩვენ არ გვინდა ახალი ომი, ჩვენ გვინდა სამხედრო მიუმხრობლობა, რაც მოგვიტანს მშვიდობას!
„ქართული ოცნება“ დღითიდღე გვაღატაკებს. ჩვენ გვინდა თითოეული ოჯახის გამდიდრება, ჩვენ გვინდა თითოეულ ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ბიზნესი.

კვირას, 7 ივლისს, საღამოს 5 საათზე გელოდებით თბილისის სპორტის სასახლეში (სასტუმრო „აჭარის“ გვერდით)!

ერთად მოვითხოვოთ სააკაშვილ-ბოკერიას დამნაშავე რეჟიმის გასამართლება და დასჯა! ერთად მოვითხოვოთ დავით გარეჯის დაცვა! ერთად მოვითხოვოთ საოჯახო ბიზნესის შექმნა! ერთად დავიცვათ საქართველო! შევასრულოთ ჩვენი ქართული მოვალეობა!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 3, 2019 14:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics