საპენსიო სააგენტო მომხმარებლებს ყალბი ვებგვერდის შესახებ აფრთხილებს

ინტერნეტსივრცეში საპენსიო სააგენტოს მსგავსი ყალბი ვებგვერდი შეიქმნა, რომელიც დიზაინით სააგენტოს ოფიციალურ საიტს ჰგავს.

ვებგვერდზე მომხმარებელმა საბანკო ბარათის მონაცემები უნდა შეიყვანოს. მითითებულ ინფორმაციაში კი წერია, რომ ვერიფიკაციისთვის ბარათზე მოხდება 0.01 თეთრის დაბლოკვა 24 საათით, რომელიც შემდეგ მომხმარებელს უკან დაუბრუნდება.

საპენსიო სააგენტო მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ოფიციალური ვებგვერდის მისამართია – pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო დანაზოგის შემოწმება კი, დამსაქმებლის მიერ მოწოდებული პაროლის მეშვეობითა არის შესაძლებელი.

სავარაუდო თაღლითურ სქემაზე უკვე ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქმის შესწავლა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშილონდონის ერთ-ერთ ეზოში თვითმფრინავიდან ჩამოვარდნილი მგზავრის ცხედარი დაეცა
შემდეგი სტატიაარა „ქართულ ოცნებას“! არა მასთან გარიგებულ ბოკერიას გუნდს! არა ნაციონალურ მოძრაობას!