არ ვენდობი პენიტენციურ სისტემას… მთავარი მოთხოვნაა, გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე – ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

გიული ალასანია აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულების ინფორმაციას არ ენდობა. მისივე თქმით, ოჯახის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა.

​”არავითარი შედეგები ჩემთვის ცნობილი არ არის. შეიძლება ექიმებისთვის არის, მაგრამ ისინიც ამბობენ, რომ მათაც არაფერი იციან.

პენიტენციური სისტემა აცხადებს, რომ არ ენდობიან ექიმების დასკვნებს, რომ ისინი არინ სუბიექტურები და როგორც ჩანს, ისინიც ომის პარტიის წევრებად მიჩნიათ, მე კიდევ არ ვენდობი პენიტენციურ სისტემას.

ოჯახის მთავარი მოთხოვნა არის, რომ როგორმე ადამიანს სიცოცხლე გადავურჩინოთ. გავიხსენოთ, როგორ მდგომარეობაში, როგორ ფორმაში ჩამოვიდა ადამიანი აქ და ახლა შევადაროთ, დღეს როგორ გმოიყურება”, – თქვა გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში“აზოვის” მებრძოლები ვერ ადასტურებენ, რომ “აზოვსტალიდან” ყველა მშვიდობიანი მოქალაქეა ევაკუირებული
შემდეგი სტატიააღიარებენ, რომ უნდა მოხდეს გადაყვანა, მაგრამ მიგვანიშნებენ, რომ საუბარია საქართველოს კლინიკაზე – მიხეილ სააკაშვილის ძმა