აღიარებენ, რომ უნდა მოხდეს გადაყვანა, მაგრამ მიგვანიშნებენ, რომ საუბარია საქართველოს კლინიკაზე – მიხეილ სააკაშვილის ძმა

მიხეილ სააკაშვილი ძმა, გიორგი სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულების განცხადებას გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ პენიტენციური სიტუაციის გადაფარვას ცდილობს და ამიტომ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რეალურად, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა დღითიდღე მძიმდება.

“ერთი არის ცხადი, რომ ცდილობენ გადაფარონ მდგომარეობა, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და სტაბილურია სიტუაცია. სტაბილურს მე ვერანაირად ვერ დავარქმევდი, როგორ შეიძლება სტაბილური იყოს სიტუაცია, როცა დღითიდღე მძიმდება. მაგით აღიარებენ, რომ უნდა მოხდეს გადაყვანა, მაგრამ მინიშნებით ჩვენ ვგრძნობთ, რომ საუბარია საქართველოს კლინიკაზე”, – თქვა გიორგი სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარ ვენდობი პენიტენციურ სისტემას… მთავარი მოთხოვნაა, გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე – ალასანია
შემდეგი სტატიაევროპის დღის ფარგლებში, „გამოფენა ევროპა 2022“ გაიმართება