დავით ბერძენიშვილი: არ ვარ განწყობილი, რომ ასე მარტივად ამოქმედდება ეს კანონი

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ეხმაურება. მისი განცხადებით, იგი არ არის განწყობილი, რომ აღნიშნული ცვლილებები კანონში მარტივად შევა:

„პრეზიდენტი ძალიან კვალიფიციურია, მას ჰყავს სათანადო კვალიფიკაციის თანამშრომლები და თვითონ გადაწყვეტს ვეტო დაადოს თუ რაიმე სხვა ფორმით შეაფერხოს ამ კანონის ამოქმედება. მე არ ვარ განწყობილი იმისათვის, რომ ასე მარტივად ამოქმედდება ეს კანონი. ძალიან ბევრი პროცედურული ბარიერი ექნება ამ კანონს გადასალახავი. პრეზიდენტის ხელშიც ბევრი რამ არის და დეპუტატების ხელშიც. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, პრეზიდენტი როგორც მოიქცევა იმის მიხედვით არის, მას აქვს დრო, საკმაო დრო და ბევრი თვლა და ანგარიში იქნება რომელი სუბიექტი ამ საქმეში როგორ მოიქცევა,“- აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშიირინა იმერლიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონი ბევრ კითხვას ბადებს
შემდეგი სტატიანავთობმა Brent-ი უკანასკნელი 6 თვის მანძილზე ყველაზე დიდი მაჩვენებელი აჩვენა