ირინა იმერლიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონი ბევრ კითხვას ბადებს

უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, ბევრ კითხვას ბადებს.

როგორც ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის იცავს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს.

„ეს კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, უკვე სამი მოსმენით, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს იმ კონტექსტში, რომ იგი არ იყო შეთანხმებული და გაგზავნილი არც საკონსტიტუციო სასამართლოში, არ იყო გაგზავნილი არც ვენეციის კომისიაში, შესაბამისად არ იყო გათვალისწინებული მათი მოსაზრებები. ეს კითხვები დავსვი და სამწუხაროდ ეს კითხვები დარჩა უპასუხოდ. ამიტომ პრეზიდენტი ატარებს კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბევრი კითხვის ნიშანია დასმული ამ კანონთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს მას შემდეგ, რაც პროექტი შემოვა ადმინისტრაციაში და ის გამართავს კიდევ ერთ კონსულტაციას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომოადგენლებს შეხვდა და მათთან „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონზე იმსჯელა.

შეხვედრის მონაწილეები ფიქრობე, რომ კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს და ამის შესამდეგ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს.

banner
წინა სტატიაში„ჩვენ მას დავუსვამთ ძალიან ბევრ მწვავე კითხვას”, – დავით ნარმანიას ხვალ საკრებულოში ელოდებიან
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი: არ ვარ განწყობილი, რომ ასე მარტივად ამოქმედდება ეს კანონი