არ ვაპირებ და არ მოვაწერ – მეუფე სტეფანე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ამბობს, რომ არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწეროს. ამ თემაზე მან მედიასთან კომენტარი სვეტიცხოველში გააკეთა და თქვა, რომ “პოლიტიკურ აფერისტებს და პროვოკატორებს” ვერ აფასებს.

“სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ ჯოჯოხეთი ფაქტიურად გაუქმდება, აღარ არის საჭირო და სამოთხე დაემსგავსება აყროლებულ ღორების ფარეხს, გამიგეთ რა ხდება?! სამართლიანობა თუ არ იქნა, მხოლოდ წყალობა არ არის უკვე ის, რაც არის სიკეთე. პოლიტიკურ აფერისტებს და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ, არ ვიცი. ვინ არის პეტიცია? არ ვაპირებ, არ ვაპირებ და არ მოვაწერ”, – თქვა მეუფე სტეფანემ.

banner
წინა სტატიაშიქრისტე გვასწავლის მიტევებას – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას მეუფე ანანიაც უერთდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად კოლონები მარტვილიდანაც დაიძრა (ვიდეო)