არ უნდა გაგვიკვირდეს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ემოციური განცხადებები, ჩვენი მხრიდან კი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო არ იყოს ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში – ჯაფარიძე

არ უნდა გაგვიკვირდეს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ემოციური განცხადებები, ჩვენი მხრიდან კი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო არ იყოს ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მან უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი განცხადებების შესახებ გააკეთა კომენტარი.

„რაც შეეხება არესტოვიჩის განცხადებას, ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებაზე, რომელსაც ყოველდღიურად ბომბავს რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ემოციური განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რადგანაც ის, რასაც რუსეთი სჩადის უკრაინის ტერიტორიაზე, ამაზე არ ჰქონდეს ადამიანს მართლაც ემოციური რეაქცია, შეუძლებელია. აქედან მომდინარეობს სწორედ ემოციური შეფასებები, მაგრამ ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში. ეს ყველაფერი კი ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასავლელ პარტნიორებთან ერთად, მათი ხელშეწყობით. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო იყოს დასავლური კოალიციის აქტიური წევრი, კოალიციის, რომელიც აქტიურად მხარს უჭერს უკრაინას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა დონბასის რეგიონში ფოსფორიანი საბრძოლო მასალები გამოიყენა
შემდეგი სტატიამენტალური ჰიგიენა მავალდებულებს, არ ვისაუბრო იმ სიტყვებით, რაც ემოციურად პირველი მომივა თავში – მიხეილ სარჯველაძე არესტოვიჩის განცხადებაზე