უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა დონბასის რეგიონში ფოსფორიანი საბრძოლო მასალები გამოიყენა

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ სოფელ სოლოვიოვში რუსმა საოკუპაციო ჯარებმა ფოსფორიანი საბრძოლო მასალები გამოიყენეს.

მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური იარაღის კონვენციის მიხედვით, ფოსფორი ამ კატეგორიაში კლასიფიცირებული არ არის, მისი გამოყენება, როგორც ცეცხლგამჩენი იარაღი, მშვიდობიანი მოსახლეობის მახლობლად, უკანონოა.

რუსულმა ძალებმა ასევე, სოფელი ლასტოჩკინიც დაბომბეს, სადაც საცხოვრებელი სახლი და მაღაზია დაზიანდა, – განაცხადა პავლო კირილენკომ.

მისივე თქმით, რუსებმა ღამით ავდიივკას მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები პუნქტი Grad-ით დაარტყეს, რასაც საჰაერო თავდასხმა და შემდგომ, დილის დაბომბვაც მოჰყვა.

იგი ასევე აცხადებს, რომ შეტევის გამო, საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

banner
წინა სტატიაში„აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიის ბოლო დაბომბვის დროს 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა – მარიუპოლის მერი
შემდეგი სტატიაარ უნდა გაგვიკვირდეს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ემოციური განცხადებები, ჩვენი მხრიდან კი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო არ იყოს ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში – ჯაფარიძე