,,არ მომწონს, როცა ჩვენს სალოცავებთან სავაჭრო დაწესებულებებია”

არ მომწონს, როცა ჩვენს სალოცავებთან სავაჭრო დაწესებულებებია. სანთლითა და ხატით ვაჭრობა ერთია და სხვანაირი ვაჭრობა მეორე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით განუცხადა.

„ეკლესიები და საეკლესიო დაწესებულებები ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაა. მე არ მომწონს, როცა ჩვენს სალოცავებთან სავაჭრო დაწესებულებებია ან ისეთი ატმოსფერო იქმნება, რაც ღვთისმსახურებას ხელს უშლის. მესმის, რომ იმ ადამიანებს იქ სამუშაო ადგილები აქვთ და მათი ინტერესიც გასათვალისწინებელია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგება. არ მგონია, რომ ეს ისეთი პრობლემა იყოს, რომლის აქტუალიზაციაც ამ ეტაპზე საჭირო იყოს.

ეკლესია – მონასტრებში ვაჭრობა, როგორც წესი, ეკლესიის მხრიდან მხოლოდ საეკლესიო ატრიბუტიკით ხდება. სანთლითა და ხატით ვაჭრობა ერთია და სხვანაირი ვაჭრობა მეორე. იქ მლოცველები ადიან იმ მიზნით, რომ ეზიარონ ჩვენს წარსულს და დაესწრონ ღვთისმსახურებას. რაღაცა დონეზე საერთო ენა უნდა გამოვნახოთ საერო და სასულიერო პირებმა. ეს საკითხები არ უნდა იყოს კონფლიქტის მიზეზი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშისროლა თბილისის ცენტრში – ვერაზე ავტომობილი ჩაცხრილეს
შემდეგი სტატია,,ხალხი აკრიტიკებს,ლანძღავს ეკლესიას არა იმიტომ, რომ სავაჭრო ცენტრად აქცია ტაძრები, არამედ, რადგან იქედან გამოყარა”