არ მივცემ ბატონ კობახიძეს უფლებას, ქართველ ხალხს ქსენოფობობა დასწამოს – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი “ოცნების” თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც ქართველი ხალხი ქსენოფობიაში დაადანაშაულა, მწვავე განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ არ მისცემს ირაკლი კობახიძის იმის უფლებას, ქართველი ხალხს ქსენოფობობა დააბრალოს:

“ეს განცხადებები რაც მოვისმინე მე დღეს ბატონი კობახიძისგან და არ მჩვევია რაღაც განცხადებებზე პასუხი და პინგ პონგი, მაგრამ, ვერ დავუშვებ რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა წელიწადზე თითქმის ნახევარი არის, ღებულობს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს, 70 ათასს თუ 80 ათასს, ისე, რომ არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა არ მივცემ მას უფლებას, ამ ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ არ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი, მითუმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ჩვეულებრივი თემა რუსეთის, რომ ვითომც თავის მოქალაქეების დასაცავად, შედის სხვადასხვა ქვეყნებში, თუ ბატონი კობახიძე ამის გამზადებას ცდილობს, მე მგონი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ამას. არც საზოგადოება არც მე და სადაც საზოგადოება, იქ მე ვიქნები” თქვა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიმინდა მივმართო ხელისუფლებას, არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიარუსულმა ტერორისტულმა სახელმწოფომ დღეს საქართველოში და საქართველოსთან ქორწინება ვერ გააფორმა – მელია