,,არ მინდა, პრემიერი ჩავაყენო მძიმე მდგომარეობაში და შეიძლება, გადაწყვეტილება მე თვითონ მივიღო”

ქართული ოცნების წევრის, თამაზ მეჭიაურის, თქმით, შესაძლოა, მან კონსულტაციების შემდეგ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერს დილემის წინაშე არ დააყენებს.

ამის შესახებ განცხადება თამაზ მეჭიაურმა გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა, სადაც მან დასავლურ ონიენტაციასთან დაკავშირებით საკუთარ დამოკიდებულებასა და რესპუბლიკელებთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“არ ვიცი, პოლიტსაბჭოს ვინ ატარებს ან როდის ატარებენ. რაც შეეხება ჩვენს შორის დაპირისპირებას, ეს უნდა გადაწყვიტოს პრემიერმა და უნდა აირჩიოს. თუმცა, ამ შემთხვევაში არ მინდა, პრემიერი ჩავაყენო მძიმე მდგომარეობაში და კონსულტაციების შემდეგ შეიძლება, მივიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას ამ დილემის წინაშე არ დატოვებს,“ – განაცხადა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) თოფაძის განცხადებით ძმებ ბერძენიშვილები აგონიაში არიან
შემდეგი სტატია,,ფაქტობრივად, 9 კაცი მართავდა პარლამენტს” – მეჭიაური ,,რესპუბლიკელებზე”