,,ფაქტობრივად, 9 კაცი მართავდა პარლამენტს” – მეჭიაური ,,რესპუბლიკელებზე”

ქართული ოცნების დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის მხრიდან პრემიერის შანტაჟზე საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში პარლამენტს რესპუბლიკური პარტია მართვადა.

ეს განცხადება დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.

„მათი პარტია უფრო შეკრულია, ვიდრე ჩვენი. მათ ისიც კი მოახერხეს, რომ 9 კაცი, ფაქტობრივად, მართავდა პარლამენტს და დღემდე ასეა. ეს 50-კაციანი ჩვენი ფრაქცია მათ სატელიტ ფრაქციად იყო ქცეული. თამაშის წესებს კარნახობდნენ ისინი და ეს არის რეალობა, ჩვენდა სამარცხვინოდ,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ვირუსის ბლოკატორები