არ მიმაჩნია სწორად გარდამავალი თუ ტექნიკური მთავრობა, განუხორციელებელი იდეა მგონია – გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობის იდეა სწორად არ მიჩნია და ის განუხორციელებელი ჰგონია. ამ თემაზე მან “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ მარტივად და მკაფიოდ უნდა ვილაპარაკოთ, შიგნით აქციით, გარეთ სანქციით.

“მე გულწრფელად გეტყვით, რომ აქ მიმაჩნია, რომ ჩვენ ვცოდავთ, იმიტომ, რომ ძალიან კომფორტის შექმნა, ზედმეტად არ შეიძლება, ნებისმიერ ვითარებაში, კრიტიკული შეკითხვები უნდა დავსვათ, მაგალითად, მე არ მიმაჩნია სწორად გარდამავალი თუ ტექნიკური მთავრობა, ეს განუხორციელებელი იდეა მგონია. ამავდროულად 12 პუნქტი, რომლის შესრულებაზეც ვლაპარაკობთ, არცერთი პუნქტი არ არის მთავრობის შესასრულებელი პრაქტიკულად. შეკითხვა ისმის, რას ემსახურება მათი ეს იდეა, მე არ ვიძახი, რომ ეს იდეა ცუდია, მაგრამ არასწორია, თან ძალიან მოწყვლადი იდეაა, იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც უკავშირდება თანამდებობებს, სახელებსა და გვარებს, არის მოწყვლადი ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდის წინაშეც და ხალხისთვისაც მოწყვლადია, იმიტომ, რომ სხვა განცდები ჩნდება. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მარტივად და მკაფიოდ შიგნით აქციით, გარეთ სანქციით და ოპოზიციისა და NGO-ების დაუღალავი მუშაობით ჩვენ უნდა მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს იმ სისტემით, რომელიც სწორია, იმ ცესკო-თი რომელიც მიუკერძოებელი იქნება, სასამართლოს იმ შემადგენლობებით, რომელიც ობიექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს და პროკურორის დეპოლიტიზაციით”, – ამბობს ნიკა გვარამია.

ამავე ინტერვიუში ნიკა გვარამია ამბობს, რომ აქციებისა და სანქციების პარალელურად “ქართულ ოცნებას” უნდა ველაპარაკოთ:

“პარალელურად აქციები და სანქციები უნდა იყოს, ცხადია, ანუ იძულების მექანიზმებიც უნდა იყოს, მაგრამ უნდა ველაპარაკოთ კიდევაც, უნდა მივცეთ მათ შანსი რომ სახე შეინარჩუნონ ასე ვთქვათ, რას ვგულისხმობ სახის შენარჩუნებაში, ჩვენ თუ ვეჯიკავეთ, რომ აი ახლა თუ ეს არ მოხდა, გაგანადგურებთ, მაშინ ეს არ მოხდება კი არა, შეიძლება მოხდეს მაგრამ ძალიან ძვირი ფასი დაგვიჯდეს”, – ამბობს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიირლანდიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა
შემდეგი სტატიაღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ეს შთამბეჭდავი მიღწევა საჯარო ფინანსების სფეროში გატარებული რეფორმების შედეგია – გერმანიის საელჩო