ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მარტინი კიევში ჩავიდა. აღშნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კიევში შეხვედრების სერიას გამართავს, რათა უკრაინის ხელისუფლებასთან ირლანდიის სოლიდარობა გამოხატოს.

„ირლანდიელი ხალხი, რუსეთის ამორალური და არაპროვოცირებული ტერორის ომის წინაშე, უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით დგას. მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა და თავდასხმები ომის დანაშაულებზე ნაკლები არ არის და მე გამოვიყენებ ჩემს ვიზიტს, რათა ირლანდიის მხარდაჭერა გამოვხატო იმ ქმედებების მიმართ, რომელიც ამ თავდასხმების უკან მყოფებს სრულ პასუხისმგებლობას დააკისრებს. უკრაინელი ხალხის სულისკვეთებამ ჩვენ ყველანი შთაგვაგონა და ირლანდია, უკრაინის ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების გზას მხარს დაუჭერს და ომს გაქცეულ სამოქალაქო პირებს დაეხმარება”, – განაცხადა მარტინმა.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
შემდეგი სტატიაარ მიმაჩნია სწორად გარდამავალი თუ ტექნიკური მთავრობა, განუხორციელებელი იდეა მგონია – გვარამია