არ მგონია, ბევრმა ევროპულმა განვითარებულმა სახელმწიფომ დაიკვეხნოს ისეთი ჩამოყალიბებული საარჩევნო სისტემით, რაც საქართველოშია – ვოლსკი

არ მგონია, ბევრმა ევროპულმა განვითარებულმა სახელმწიფომ დაიკვეხნოს ისეთი ჩამოყალიბებული საარჩევნო სისტემით, რაც საქართველოშია მიღებული. თუ არის დემოკრატიული სამყაროსთვის მიუღებელი რაიმე პროცესი, მაგალითად, პოლარიზაცია მედიასივრცეში, აგრესიული ურთიერთობები პოლიტიკურ ველზე, ამაში მხოლოდ ხელისუფლების რგოლია დამნაშავე, საერთოდ თუ არის იგი დამნაშავე?, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომელიც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას, სადაც კარლ ჰარცელი ამბობს, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთესად მომზადებულიყო ისტორიული მომენტისთვის“.

ვოლსკის თქმით, კითხვებს პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებაში.

„ყველაფერი შესრულებული ვერც იქნება, ბევრი რეფორმა განსახორციელებელია. დამატებით კითხვებს ბადებს კარლ ჰარცელის განცხადება, რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? – საქართველოშიც და ევროპაშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალადობაზე არიან გადასული უამრავი სხვადასხვა ნიშნით – გენდერული თანასწორობა იქნება, თუ ნებისმიერი სხვა, უმცირესობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება.

რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში? არსებობს სასჯელი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მიიღოს (ეს ხდება როგორც საქართველოში, ისე ევროპაში), თუ ეს ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, მათ შორის 5 ივლისის დანაშაულს. რაც შეეხება რეფორმებს და საარჩევნო სისტემას, არ მგონია, რომ ბევრმა ევროპულმა განვითარებულმა სახელმწიფომ დაიკვეხნოს ისეთი ჩამოყალიბებული საარჩევნო სისტემა, რაც საქართველოშია მიღებული. თუ რაიმე გადახრები იყო, თავად კარლ ჰარცელის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ამ გადახრებს არ მოუხდენია ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე. თუ რაიმე პროცესია, მაგალითად პოლარიზაცია მედიასივრცეში, აგრესიული ურთიერთობები პოლიტიკურ ველზე, უკიდურესად აგრესიული, მიუღებელი დემოკრატიული სამყაროსთვის, განა, ამაში მხოლოდ ხელისუფლების რგოლია დამნაშავე, თუ საერთოდ არის იგი დამნაშავე? ეს არის კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირმა თავის გადაწყვეტილებაში საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

წინა სტატიაშირუსებმა საევაკუაციო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია ფრანგი ჟურნალისტი – გაიდაი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს ძალიან ბევრი ექიმი მკურნალობს – როდესაც შიმშილობთ, თქვენ კარგად ხართ? – ექიმი ჟურნალისტებს