რუსებმა საევაკუაციო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია ფრანგი ჟურნალისტი – გაიდაი

ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდიას ინფორმაციით, რეგიონიდან ევაკუაცია შეწყდა, რადგან რუსებმა მაქანას, რომლითაც 10 ადამიანი გასვლას აპირებდა, ცეცხლი გაუხსნეს. მისივე განცხადებით, დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი.

“დღეს ჩვენი დაჯავშნილი საევაკუაციო ტრანსპორტი რეგიონიდან 10 ადამიანის გაყვანას აპირებდა და მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ მოექცა”, – დაწერა მან Telegram-ზე.

გაიდაი წერს, რომ აკრედიტებული ფრანგი ჟურნალისტი ევაკუაციის შესახებ სიუჟეტს აკეთებდა, ის სასიკვდილოდ დაჭრეს, პოლიციის ოფიცერი კი ჩაფხუტმა გადაარჩინა.

banner
წინა სტატიაშილევან იოსელიანი ლატვიის სეიმის (პარლამენტის) ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
შემდეგი სტატიაარ მგონია, ბევრმა ევროპულმა განვითარებულმა სახელმწიფომ დაიკვეხნოს ისეთი ჩამოყალიბებული საარჩევნო სისტემით, რაც საქართველოშია – ვოლსკი