“არ მესმის, შოთა ხაბარელი, ქართული ძიუდოს სკოლის ერთ-ერთი შემოქმედი გყავდეს და მას არ უსმენდე”

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მას “არ ესმის, შოთა ხაბარელი, ქართული ძიუდოს სკოლის ერთ-ერთი შემოქმედი გყავდეს და მას არ უსმენდე“. დეპუტატი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტისა და ძიუდოს ნაკრების წევრების დაპირისპირებას გამოეხმაურა:
“ქართული ჭიდაობა ქართულ დამწერლობასთან ერთად ჩვენი ერის გენიალური ქმნილებაა. ის დიდი ერებიდან გამოგვარჩევს. საამაყოა ის, რომ ქართული ჭიდაობის მრავალსაუკუნოვან სკოლასთან ერთად, არსებობს ძიუდოს ქართული სკოლაც, რომელიც უკვე ორი საუკუნეა, რაც მსოფლიო ძიუდოს სკოლების სამეულში შედის. დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე იაპონელი ერის ქმნილება ქართველებმა საუკეთესოდ შევითვისეთ. შევქმენით ჩვენი სტილი, მომზადებისა და გაწვრთნის ჩვენი მეთოდები. ბოლო დროს ყველანი ვხედავთ რომ ამ დიდ ოჯახში ვნებთაღელვაა. დაპირისპირების სიმწვავე არ ცხრება. არ მესმის, როგორ შეიძლება სპორტსმენი ან გულშემატკივარი იყო და ამას გულგრილად უცქერდე. პრობლემები თავისით არ გვარდება და არც დროში ქრება. არ მესმის, შოთა ხაბარელი, ქართული ძიუდოს სკოლის ერთ-ერთი შემოქმედი გყავდეს და მას არ უსმენდე. არ მესმის მწვრთნელს უცხოეთში ეძებდე და შინ სპორტსმენებს ემიჯნებოდე. არავის აქვს ქართული ძიუდოს დამარცხების უფლება”, – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიპროკურატურის განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით – სრული ტექსტი
შემდეგი სტატიამირზა სუბელიანი პეკინის ქუჩაზე იმყოფებოდა – პროკურატურა