სტიქიით მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაოების მონიტორინგი მიმდინარეობს

სტიქიით მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაოების მონიტორინგს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის წარმომადგენლები აწარმოებენსამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის სამხარეო ადმინისტრაციისა და ზუგდიდისმუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სტიქიით მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაოების მონიტორინგს აწარმოებენ. ძლიერმა ქარმა სოფელ კახათის ყოფილი ჩაის ფაბრიკისა და სოფელ ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეულების დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში საცხოვრებელი კორპუსის სახურავები დააზიანა. აღდგენითი სამუშაოები სტიქიის მეორე დღესვე დაიწყო დაამჟამადაც მიმდინარეობს.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ კახათის ყოფილი ჩაის ფაბრიკის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაშიგასულ თვეში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აღნიშნულ ნაგებობაში მცხოვრები დევნილები ბინებით 2019 წელს დაკმაყოფილდებიან.

banner
წინა სტატიაშიარ ყოფილა ესეთი ფაქტი ისტორიაში, რომ 900 ათასმა ადამიანმა ოპოზიციას მისცა ხმა და ხელისუფლებამ დასვა დასმული პრეზიდენტი
შემდეგი სტატია“ეს პროტესტი ვერ განელდება, სანამ ხელისუფლება არ შეისმენს ჩვენს მოთხოვნას”-არმაზ ახვლედიანი