არ ისმის კარგად? -ალეკო ელისაშვილის ჩოხატაურში სტუმრობა და მობილიზებული “მეოცნებეები”

დღეს, ჩოხატაურსა და ოზურგეთში სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა, თანაგუნდელებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ამხილე ფეოდელი მაჟორიტარი – ამ ლოზინგით სამოქალაქო მოძრაობის წევრები ჩოხატაურის ბაზარში ადგილობრივებს შეხვდნენ. მოსახლეობასთან შეხვედრა, ელისაშვილს საკრებულოს დეპუტატებმა მშვიდობიანას არ ჩაატარებინეს _ ჩოხატაურის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ზვიად მამალაძე, ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ლაშა თოლორდავა ძმასთან ერთად, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე დავით შარაშიძე ბებიასთან და მეზობელთან ერთად, ასეცე, საკრებულოს სხვა დეპუტატები ელისაშვილს იმაზე სთხოვდნენ პასუხს, თუ რატომ აკრიტიკებდა ნინო წილოსანს.მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატებმა რამდენჯერმე სცადეს ელისაშვილისთვის ხელის შეშლა და ადგილი სიტყვიერ დაპირისპირებასაც ჰქონდა, სამოქალაქო მოძრაობამ მოახერხა და ჩოხატაურელებს დეპუტატ ნინო წილოსანზე, მის ბიზნესზე და საქმიანობაზე ესაუბრა.

 

https://youtu.be/iX9S_XnBvC8

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიაირაკლი ბერაია – ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება ვაშინგტონში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება