“არ გავჩუმდები, არ გავჩერდები- მე დავიწყებ რუსეთიდან, ევროპიდან, ალაჰის წყალობით, მყავს ხალხი, რომ ამ ამბავს ასე არ დავტოვებ”

სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით თუ მისი შვილი მდგომარეობიდან არ გამოვა ის სხვა გზას აირჩევს.

“ხელში ტელეფონი ეჭირა და თავში ნასროლია მწოლიარე მდგომარეობაში, ტყვია კედელშია ჩარჩენილი. ხმაურზე გამოვედი და მე ბეტონზე დამაგდეს, არ მიშვებდნენ ზევით. მესმოდა როგორ გამოიძახეს სასწრაფო და დაახლოებით 1 საათის შემდეგ თელავის საავადმყოფოში წაიყვანეს და დატოვეს, რადგან თბილისამდე ვერ ჩაიყვანდნენ…

„საავადმყოფოდან სოფელში დავბრუნდები, კარგი თუ ცუდი გზით მხოლოდ ჩემს შვილთან ერთად. თუ ჩემი შვილი ამ მდგომარეობიდან არ გამოვა, მე სხვა გზას ავირჩევ. ვეცდები სიმართლე დავადგინო სტრასბურგის სასამართლოს მეშვეობით. ეს ასე არ ჩაივლის. დღეს ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის, ვინც ჩემს შვილს ესროლა, სანამ მას არ ჩამაბარებენ, არ გავჩუმდები, არ გავჩერდები. მე დავიწყებ რუსეთიდან, ევროპიდან, ალაჰის წყალობით, მყავს ხალხი, რომ ამ ამბავს ასე არ დავტოვებ”, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

პანკისში  ჩატარებულ სპეცოპერაციაზე „თაიმერისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სპეცრაზმელებს სახლი შეეშალათ და 19 წლის ბიჭის ოჯახში შეცდომით შევიდნენ.

„როგორც ხეობიდან მაქვს ინფორმაცია, დასაჭერების საცხოვრებელი სახლების შესახებ ინფორმატორმა სპეცსამსახურს არასოწრი ინფორმაცია მიაწოდა. ჰოდა, სპეცრაზმიც იმ სახლში შევიდა, სადაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ისიც გავიგე, რომ ერთ-ერთ სპეცრაზმელს შემთხვევით გაუვარდა. სხვებმა იფიქრეს, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება ჰქონდათ და სროლა ამიტომ დაიწყეს,“ – ამბობს „თაიმერის“ წყარო.

მისივე ვერსიით, სპეცსამსახურს თემირლან მაჩალიკაშვილი ერთ-ერთ დაკავებულში შეეშალათ.

შეგახსენებთ, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

 

banner
წინა სტატიაშისემეკი წყალმომარაგების ტარიფებს დაადგენს
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე : საქართველოსა და რუსეთის შორის პოლიტიკური ურთიერთობები კვლავ ჩიხშია