სემეკი წყალმომარაგების ტარიფებს დაადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 28 დეკემბრის საჯარო სხდომაზე წყალმომარაგების ტარიფების საკითხებზე იმსჯელებს.

2018-2020 წლებისთვის წყალმომარაგების ტარიფები დაუდგინდება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს „რუსთავის წყალს“ და შპს „მცხეთის წყალს“.

სემეკში საჯარო სხდომა დაიწყება 12:00 საათზე და დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება
შემდეგი სტატია“არ გავჩუმდები, არ გავჩერდები- მე დავიწყებ რუსეთიდან, ევროპიდან, ალაჰის წყალობით, მყავს ხალხი, რომ ამ ამბავს ასე არ დავტოვებ”