“არ ეპატიება არც ერთ კომპანიას, არც ერთ ადამიანს”- კალაძე

არ მინდა შევიჭრა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაში, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებთ რომ მომხდარის მიზეზები დროულად დადგინდეს და ყველამ თავისი დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი- განაცხადა დედაქალაქის მერმა საგანგებო ბრიფინგზე, სადაც ვარკეთილის მეტროში დღეს მომხდარ ნგრევაზე ისაუბრა. კახა კალაძე ამბობს, რომ ყველა პასუხისმგებელმა პირმა უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი:
“აღნიშნული სამუშაოები შეასრულა კომპანია ყვარელრემშენმა და მისი ჯამური ღირებულება შედაგენს 347 852 ლარს. ეს სამუშაოები დაიწყო 2016 წელს და დასრულდა 2017 წლის აგვისტოში. განხლებული მეტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა სექტემბრიდან და რამდენიმე თვეში მივიღეთ ეს შედეგი. ჩვენ გვაქვს კითხვები და ამ კითხვებს დროულად უნდა გაეცეს პასუხი. მე როგორც ვიცი გამოძება უკვე დაიწყო შესაბამისმა სამსახურებმა და არ მინდა შევიჭრა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაში, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებთ რომ მომხდარის მიზეზები დროულად დადგინდეს და ყველამ თავისი დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი. არ ეპატიება არც ერთ კომპანიას, არც ერთ ადამიანს, ვისი არაჯეროვანი და უპასუხისმგებლო მოქმედებების შედეგადაც თუნდაც ერთი მოქალაქის, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ან სისცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაუმუქროს” განაცხად დედაქალაქის მერმა.

banner
წინა სტატიაშიმეტროში ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა ორი წლის შემდეგ, პირველად გამოაქვეყნა