მეტროში ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე შს სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო,რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხობის ნორმების დარღვევას რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, ერთი სამართალდამცველია. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს მერია და ჯანდაცვის სამინისტრო გაიღებს.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიას პირველი კომენტარი “ვარკეთილის” მეტროში ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატია“არ ეპატიება არც ერთ კომპანიას, არც ერთ ადამიანს”- კალაძე