“არ დაგიბარეთ და როცა დაგიბარებთ, მაშინ გიპასუხებთ” – (+VIDEO)

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

ჟურნალისტების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის სახლთან მივიდა, თუმცა ცსკ-ის მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მას მედიასთან საუბარი არ სურს.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რას ფიქრობს არჩევნების შედეგებზე, მეორე ტურზე და შესაძლებელია თუ არა, მან მოხსნას კანდიდატურა. კითხვები ეხებოდა მის საარჩევნო შტაბში გამარჯვების აღსანიშნავი ღონისძიებისთვის სამზადისსაც. თუმცა საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ განცხადებას მაშინ გააკეთებს, როცა მედიას დაიბარებს:

“როცა დაგიბარებთ, მაშინ”, “ისაუბრეთ თქვენს შორის, საინტერესოა”, “როცა დავაპირებ, გეტყვით”.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2203046546619259/

 

banner
წინა სტატიაშიისინი ამ წუთამდე ცდილობენ მანიპულაციას მონაცემებით – გიორგი ვაშაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაჩემი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ არჩევნებში ვერც ერთ კანდიდატს ვერ ექნება