ჩემი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ არჩევნებში ვერც ერთ კანდიდატს ვერ ექნება

„ჩემი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ არჩევნებში ვერც ერთ კანდიდატს ვერ ექნება იმიტომ, რომ ვერ ვხედავ ვერც ერთ მათგანში საზოგადოების გამაერთიანებლის პოტენციალს,“ – ეს განცხადება „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.

„სამწუხაროდ, არც ვაშაძე-სააკაშვილი და არც ზურაბიშვილი-ივანიშვილი-ფარცხალაძე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რომელიმე მათგანს მე პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადო მეორე ტურში,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ სახელისუფლებო ცვლილება გარდაუვალია. უსუფაშვილის თქმით, ის სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს გააგრძელებს, რათა მრავალპარტიული პარლამენტი იყოს მომავალში.

banner
წინა სტატიაში“არ დაგიბარეთ და როცა დაგიბარებთ, მაშინ გიპასუხებთ” – (+VIDEO)
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შეხვდა