ისინი ამ წუთამდე ცდილობენ მანიპულაციას მონაცემებით – გიორგი ვაშაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე საუბრობს

ისინი ამ წუთამდე ცდილობენ მანიპულაციას მონაცემებით – ამის შესახებ განცხადება ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ვაშაძის თქმით, არჩევნებში რეალური შედეგები უნდა დაფიქსირდეს.

„კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ” გაიგო, რომ ქვეყანა არის გაჭირვებაში და რომ მათ საერთოდ დაკარგეს კონტაქტი საზოგადოებასთან, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ისინი ამ წუთამდე ცდილობენ მანიპულაციას მონაცემებით. ჩვენ გვაქვს პირველი ადგილი პირველ ტურში და ამისთვის აუცილებლად ყველა ზომას ვიხმართ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაფიქსირდეს რეალური შედეგები,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე კონკრეტული უბნების შედეგების გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობს, სადაც მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მონაცემები ტოტალურად გააყალბა.

ვაშაძე აქვე “ევროპული საქართველოს” ინიციატივასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, „ევროპულ საქართველო“ არჩევნების მეორე ტურში მხარს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს.

„მზად ვართ ყველა ტიპის კოორდინაციისთვის, რომ საერთო შტაბი შეიქმნას ოპოზიციური ძალების, იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ მეორე ტურში, აუცილებლად ამაზე გვექნება კონსულტაციები მათთანაც, სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც, ვისთანაც პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს უკვე. ვფიქრობთ, რომ დროა ყველა გავერთიანდეთ და ერთად დადგეთ და საერთო გამარჯვება მოვიპოვოთ მეორე ტურში,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე მონაცემები მანიპულაციურად არის შეტანილი.

banner
წინა სტატიაში„საზოგადოებისგან მკაცრი გაფრთხილება და გზავნილი მიღებულია,” – მამუკა მდინარაძე
შემდეგი სტატია“არ დაგიბარეთ და როცა დაგიბარებთ, მაშინ გიპასუხებთ” – (+VIDEO)