,,არ არის გამორიცხული, რუსეთმა ნატოს საზღვართან პროვოკაციული ქმედებები ისევ განახორციელოს”

მოძრაობა ,,დაიცავი საქართველოს” ხელმძღვანელის, კახა მიქაიას მოსაზრებით არ არის გამორიცხული,რომ რუსეთმა ნატოს საზღვრებთან მორიგი პროვოკაციული ქმედებები განახორციელოს” –ამის შესახებ მიქაია სოციალურ ქსელში ,,პოსტს” აქვეყნებს.

,,გუშინ, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მოსკოვში გამართულმა მოლაპარაკებებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დასავლეთი ისევ ცდილობს ნატოს საზღვართან აშკარად პროვოკაციულად მოქმედი რუსეთის ფედერაციის ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში მოქცევას, რომელიც სირიაში მიმდინარეობს.
მიუხედავად რუსეთის მხრიდან თურქეთის მიმართ გამოთქმული პრეტენზიებისა და მუქარებისა, ვფიქრობ, კრემლში მაინც ათვითცნობიერებენ ანტიტერორისტულ კოალიციასთან მკვეთრი დაპირისპირებისა და თურქეთთან ეკონომიური ურთიერთობების გაწყვეტის უპერსპექტივობას, რაც დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, ეკონომიურ კრიზისში მყოფი ქვეყნის კიდევ უფრო დასუსტებას გამოიწვევს.
თუმცა, ელიტარულ კლუბში( დიდი რვიანი) დაბრუნებისა და პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების მიზნით, არ არის გამორიცხული, რუსეთმა ნატოს საზღვართან პროვოკაციული ქმედებები ისევ განახორციელოს”– წერს სოციალურ ქსელში კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის რაიონის სოფელ სკურში მე-10 საუკუნის ტაძარზე ჯვარი აღმართეს
შემდეგი სტატიაფილმში „კაცები შავებში“ მამაკაცების ადგილს ქალბატონები დაიკავებენ