წალენჯიხის რაიონის სოფელ სკურში მე-10 საუკუნის ტაძარზე ჯვარი აღმართეს

წალენჯიხის რაიონის სოფელ სკურში მე-10 საუკუნის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა. დარბაზეული ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შედის.

ეკლესია დღეს ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე გერასიმემ აკურთხა და ჯვრის აღმართვის ცერემონია გაიმართა.

ძეგლის რეაბილიტაცია 2014 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახ პროგრამის ფარგლებში დაიწყო. ცერემონიას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში მიიწვია
შემდეგი სტატია,,არ არის გამორიცხული, რუსეთმა ნატოს საზღვართან პროვოკაციული ქმედებები ისევ განახორციელოს”