ფილმში „კაცები შავებში“ მამაკაცების ადგილს ქალბატონები დაიკავებენ

ფანტასტიკური ჟანრის ცნობილი ფილმის „კაცები შავებში“ მეოთხე ნაწილში საინტერესო ცვლილებეს უნდა ველოდოთ. პროექტის პროდიუსერმა ლორი მაკდონალდმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სიქველში ცნობილი მამაკაცების ადგილს ქალბატონები დაიკავებენ.
პროდიუსერი არ გამორიცხავს უილ სმიტის დაბრუნებას, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ მესამე ნაწილი მისი ბოლო გამოჩენა იქნებოდა ამ ფილმში.

შეგახსენებთ, რომ პირველად ფილმი ეკრანებზე 1997 წელს გამოვიდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა. ფრენჩაიზის მომდევნო ნაწილები 2002 და 2012 წლებში გამოვიდა და 625 მილიონი დოლარი შეაგროვა.

წყარო: http://allmovies.ge

banner
წინა სტატიაში,,არ არის გამორიცხული, რუსეთმა ნატოს საზღვართან პროვოკაციული ქმედებები ისევ განახორციელოს”
შემდეგი სტატიამართლმადიდებელი ეკლესია ხვალ მათე მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს