“არ არის გამორიცხული, პოლიტიკურმა წრეებმა, ე.წ. მაიდანის საქართველოში გადმოტანას მხარი დაუჭირონ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური IRI-ის კლევებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ორგანიზაცია “ნაციონალურ მოძრაობაზე”, უკრაინულ ჯგუფებთან ერთად, შეთანხმებულად მუშაობს.

“ერთგვარი შემზადება ხდება, რომ ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ, შემოდგომაზე ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგები. ეს ორგანიზაციები “ნაციონალურ მოძრაობაზე”, უკრაინულ ჯგუფებთან ერთად შეთანხმებულად, ერთი გეგმით მუშაობენ. არ არის გამორიცხული, რომ შემოდგომაზე, წაგების შემთხვევაში (რომელის ისედაც გარანტირებული აქვს ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს), ქვეყნის გარედანაც, ზოგიერთმა გავლენიანმა პოლიტიკურმა წრემ დაუჭიროს მხარი ე.წ. მაიდნის საქართველოში გადმოტანას. თუმცა მეეჭვება, რომ ეს მოახერხონ, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი აფსოლუტურად გაკოტრებულები არიან თავიანთ სატელიტებთან ერთად“,- განაცხადა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიდარეჯან თვალთვაძე სტუდენტებს შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პროდასავლურ კურსს უჭერს მხარს – IRI