საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პროდასავლურ კურსს უჭერს მხარს – IRI

IRI – ს კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პროდასავლურ კურსს მხარს უჭერს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 79% მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.

რაც შეეხება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, მას IRI -ს მიერ გამოკითხულთა 85 % ემხრობა.

ამასთან, კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობის 71%-ს რუსეთს საქართველოსთვის საშიშად მიიჩნევს.

ასევე, კვლევის მიგნებაა, რომ გამოკითხული მოსახლეობის 59% რუსეთის ფედერაციასთან დიალოგს აუცილებლად მიიჩნევს.

IRI -მ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები ვებგვერდზე დღეს გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაში“არ არის გამორიცხული, პოლიტიკურმა წრეებმა, ე.წ. მაიდანის საქართველოში გადმოტანას მხარი დაუჭირონ”
შემდეგი სტატია“ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მოსმენა მაისის თვეში ჩაინიშნა”