აქციის ორგანიზატორთა შეფასებით, კიევის ქუჩებში 50 000 ადამიანი გამოვიდა

უკრაინის პოლიციის შეფასებით, 10 დეკემბერს კიევში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღო 2,5 ადამიანმა, თუმცა აქციის ორგანიზატორთა შეფასებით, კიევის ქუჩებში 50 ათასი ადამიანი გამოვიდა.
აქციას, რომელსაც მსვლელობის ფორმა ჰქონდა დღისით დაიწყო. მისი ორგანიზატორია პარტია “Рух нових сил”, ხოლო მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი.
დამოუკიდებლობის მოედანზე გაიმართა მიტინგი, სადაც გაჟღერდა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები, მათ შორის მოთხოვნა პარტიის ლიდერის, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების შესახებ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს კიევში 8 დეკემბერს და მოათავსეს დროებითი დაკავების იზოლატორში.

banner
წინა სტატიაშიგოგი თათუხაშვილი, ამოკერილი პირით უვადო შიმშილობას აგრძელებს (ფოტო)
შემდეგი სტატიასოხუმი უკმაყოფილოა მიხეილ ჯანელიძის კომენტარით