აქციის მონაწილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 17, 2018 21:49

აქციის მონაწილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიისა და ტრანსფობიისადმი ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქციის მონაწილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განუცხადა.

„აქციამ, შეიძლება ითქვას, მშვიდობიანად ჩაიარა. მოხდა მხოლოდ ერთადერთი ინციდენტი. ახალგაზრდა მამაკაცმა აქციაზე გამომსვლელ პირს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული პირი, რომელიც 22 წლის არის, უკვე დაკავებულია. ცხადია, გამოძიება დაწყებულია. სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული. სსკ-ის 126-ე მუხლით არის გამოძიება დაწყებული. ეს არის ძალადობის მუხლი. თავისთავად ცხადია, გამოძიების პროცესში მის მიერ ჩადენილ დანაშაულში დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა მოხდება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისივე თქმით, დაზარალებულს დაუყოვნებლივ გაეწია სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე ძალიან მალე იქნება გამოძიებული და დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამჯერად მიმდინარეობს ამ პირის იდენტიფიცირება და უფრო მეტ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – აღნიშნა თოლორაიამ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქცია უკვე დასრულდა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 17, 2018 21:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,229
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics