დღეს გამთენიისას თბილისში ბიზნესმენ ზაზა ბაირამოვის მანქანა ააფეთქეს

კრიმინალური გარჩევა 90-იანი წლების წესებით – დღეს გამთენიისას თბილისში ბიზნესმენ ზაზა ბაირამოვის მანქანა ააფეთქეს.

„კურიერის“ მიერ მოპოვებულ კადრებში ბიზნესმენ ზაზა ბაირამოვის ავტომობილი იწვის. ალმოდებული “ტოიოტა პრადო”-დან ცეცხლი ბაირამოვის შვილის მანქანას მოედო.

ზაზა ბაირამოვი დარწმუნებულია, რომ დამნაშავეები მას უთვალთვალებდნენ და ავტომობილი დაშინების მიზნით აუფეთქეს. ბიზნესმენი ბაირამოვი თბილისის მსხვილ სუპერმარკეტებს ხორცპროდუქტებით ამარაგებს.

მომხდარს ის აზერბაიჯანელ კანონიერი ქუდს უკავშირებს, რომელის მეგობრებსაც ხორცის ბიზნესში ინტერესები ჰქონდათ.

ზაზა ბაირამოვის ახლო ნათესავს ჯაბა ხალილ ოღლის მობილურ ტელეფონზე უცხო ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინება მიუვიდა შინაარსით – „შემდეგი მსხვერპლი შენ იქნები“.

ჯაბა ხალილ ოღლი რამდენიმე თვის წინ კომპანია ”ჯაბ 003”-ის ერთ-ერთი მფლობელი იყო. მოულოდნელად კომპანია გაკოტრდა, რაც ბიზნესპარტნიორებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა.

„ჯაბ 003“-ის გაკოტრების შემდეგ კი ხორცპროდუქტების ბაზარზე ბიზნესინტერესების ხელახალ გადანაწილებას კი ქურდული გარჩევები მოჰყვა.

ჯაბა ხალილ ოღლი ამტკიცებს, რომ საკუთარი ბიძის დავალებით მას თვეების განმავლობაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები აშანტაჟებდნენ და ემუქრებოდნენ. გავლენიანი კანონიერი ქურდი, ნადირა სალიფოვი იგივე „გული“ კი მას თურქეთში ჩასვლას აიძულებდა.

ახმედ მამედოვთან ერთად ხორცპროდუქტების ბიზნესში ჩართული იყო ნიკოლოზ საკანდელიძეც. ყოფილი პოლიციელი, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ საცხოვრებელ სახლის კართან ქსნის ქუჩაზე ხელყუმბარა უცნობმა პირებმა დაუდეს.

ახმედ მამედოვი და მისი მეუღლე ბრალდებებს უარყოფენ და ყოფილ ბიზნესპარტნიორს სიცრუეში ადანაშაულებენ.

სამართალდამცველებს ყოფილი ბიზნეს პარტნიორის წინააღმდეგ ჩვენება ჯაბა ხალილ ოღლიმ უკვე მისცა. სამართალდამცველებმა ასევე, უნდა დაადგინონ კავშირის ქსნის ქუჩაზე ბინის აფეთქების მცდელობასა და დიღომში ავტომობილის აფეთქებას შორის.

 

წყარო: რუსთავი2

banner
წინა სტატიაშინიდერლანდების ელჩმა ლგბტი თემის აქციაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საქართველოს შს მინისტრს მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიააქციის მონაწილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო