აქციაზე ჩემი მეგობრებიც იყვნენ, რომლებიც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან – დავითულიანი

“საქართველოს მოსახლეობის 80% არის ევროპასთან ინტეგრაციის მომხრე და, რა თქმა უნდა, იქ იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის პირადად ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან, იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროპის სრულფასოვან წევრობას ევროკავშირის.

რა თქმა უნდა, ორგანიზატორები იყვნენ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული ადამიანები, თუმცა აქცია იყო წარმოდგენილი, როგორც აპოლიტიკური და ისინიც და ყველა მიხვდა, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის მისვლა, მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს ამ პოლიტიკოსის. ” – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა დავითულიანმა 20 ივნისის მრავალრიცხოვანი აქციის კომენტირებისას

banner
წინა სტატიაშიჰარცელი – ახლა არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საქართველოს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის კუთხით, რომ ამაღლდეს საქართველოს საერთო ევროპული დღის წესრიგი
შემდეგი სტატიაბერძენიშვილი – საქართველოს სირცხვილი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, უნდა მოვიშოროთ