ბერძენიშვილი – საქართველოს სირცხვილი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, უნდა მოვიშოროთ

საქართველოს სირცხვილი, ამოსული მუწუკი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, უნდა იქნას მოშორებული, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც შეაფასა 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია „შინ ევროპისკენ“.

როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, 20 ივნისს, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ აქციაზე საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილს აჩვენა, რომ საქართველო არ დათმობს ევროპულ პერსპექტივას.

„ევროპული შეფასებით, რომელიც ყოველთვის 2-ზე უნდა გაამრავლო, იყო 60 000 კაცი. დღეს კი, „ალჯაზირა“, „ფრანს პრესი“, „ ლე მონდი“, „ბიბისი“ – საერთსორისო მედია იუწყება, რომ საქართველოს ნება პროდასავლურობისა არის უწყვეტი და ეს მოახდენს გავლენას.

ევროპა გვეუბნება, თქვენი ადგილი ჩვენთან არის, თქვენ გაქვთ პერსპექტივა, კანდიდატობის ნამდვილი შანსი ექვს თქვეში, ამისთვის კი, საჭიროა, რომ მიხედოთ თქვენს მთავრობას. ისინი ჩვენ დაგვეხმარებიან იმით, თუ გასცემენ სანქციებს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე, არამედ მთელ ჩვენ ხელისუფლებაზე, რომელმაც დაანგრია ჩვენი ევროპული პერსპექტივა, მოატყუა შარლ მიშელი, დახია მისი ხელშეკრულება, გადააგდო მთელი ქართველი ხალხი, მსოფლიო“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალიან ურყევი ნება, 20 ივნისის აქციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ვერ იქნებოდა მხოლოდ ორგანიზების ამბავი, ეს არის ქართველი ხალხის ამბავი. როდესაც საქმე ეხება საგარეო მიმართულებას, რუსეთი თუ ევროპა, ევროკავშირი თუ ბიძინა ივანიშვილი – ქართველ ხალხს ყოველთვის აქვს სწორი არჩევანი. ქართველი ხალხი შეიძლება გააკრიტიკო მაგალითად, იმისათვის, რომ არჩევნებზე არ მიდის ან ერთი იდეის გამო მეორე იდეაში ვარდებიან ხოლმე, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ არ ვიცით, რუსეთთან გვინდა, თუ ევროპასთან, ჩვენი გაკრიტიკება არ შეიძლება. გუშინ „ალტ ინფომ“, ან რომელიმე მსგავსმა ჯგუფმა გაჭაჭანებაც კი ვერ გაბედა. ეს ყველაფერი არის ნიშანი, რაც უნდა გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ. სად იყო ამ დროს, ირაკლი ღარიბაშვილი?ყატარში“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაქციაზე ჩემი მეგობრებიც იყვნენ, რომლებიც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან – დავითულიანი
შემდეგი სტატიასამადაშვილი – მადლობა საქართველოს ასი ათასზე მეტ მოქალაქეს, რომლებმაც დაუმტკიცეს ევროკავშირს, რომ ქართველი ხალხის კუთვნილი ადგილი ევროპაშია