აქცია პარლამენტთან – მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლას აპროტესტებენ

პარლამენტის შესასვლელთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდი თვის დაგვიანებით პარლამენტში შესვლას აპროტესტებენ.

აქციაზე აღნიშნავენ, რომ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი მშვიდობიანია და მათ ექნებათ შეკითხვები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რატომ არ შევიდნენ შვიდი თვის განმავლობაში პარლამნეტში, ასევე რატომ ეწეოდნენ დესტრუქციულ ქმედებებს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვება.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ბანკმა საქართველოს ვაქცინაციის პროგრამის გაძლიერების მიზნით 34.5 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი დაფინანსება გამოუყო
შემდეგი სტატიაკორძაია – ამ ეტაპზე, არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ ვგეგმავ