კორძაია – ამ ეტაპზე, არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ ვგეგმავ

მეათე მოწვევის პარლამენტში მომიწია დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შემოსვლა. პარლამენტის წევრის სტატუსი საკმარისად მაღალია იმისათვის, რომ რა საქმიანობის განხორციელებაც გინდა, ამაზე ამოიღო ხმა და ისაუბრო, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ გეგმავს.

„ამ ეტაპზე, არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ ვგეგმავ. მერვე მოწვევის პარლამენტში ჩემი ხმა ისმოდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს უფრო ძლიერი იქნება მეათე მოწვევის პარლამენტში, რადგან ვითარება უფრო რთულია და ადამიანებს წაერთვათ უფლება დემოკრატიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევანის უფლება ეჭვქვეშ დგას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ შეიქმნა კრიზისი. ვთვლიდი და ვთვლი, რონ არჩევნები გაყალბდა, შემდეგ პოლიტიკური კრიზისის შედეგად შედგა შეთანხმება და ამ შემოდგომაზე უნდა დავამტკიცოთ, რომ მოქალაქეების უმრავლესობის ნება არ იყო ერთპარტიული მმართველობა ამ ქვეყანაში. ესაა ძირითადი მიზანი და ვეცდებით, ეს დავანახოთ ხელისუფლებას“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კითხვაზე: „არჩევნები თუ გაყალბდა, რატომ შედიხართ გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში“, კორძაიამ განაცხადა, რომ კომპრომისების გზა გამოჩნდა.

„ჩვენ შემოვედით მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, მთელი ევროპა ჩაერია და დაინახა, რომ საქართველოში ხელისუფლება ძალადობს ოპოზიციაზე და მოქალაქეებზე. დაინახა თვალნათლივ ნიკა მელიას დაჭერით და ამის შემდეგ უკვე მოვიდა კომპრომისების გზა. ჩემთვის ამაზე პასუხი გაცემა ნამდვილად რთულია, რადგან იმ უმცირესობაში ვარ, ვისაც სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა“, – აღნიშნა კორძაიამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიაქცია პარლამენტთან – მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიანატო-ს სამიტთან დაკავშირებით საპარლამენტო პარტიების ერთობლივი განცხადება – ერთიანი ვართ საქართველოს ნატო-ში გაწევრების მხარდაჭერაში