აქ ვიხილეთ ბარბაროსობის კვალი, სამხედრო დანაშაულების ნიშნებიც საკმარისად არის – მაკრონი ირპენში

ეს არის გმირი ქალაქი, რადგან სწორედ აქ შეაჩერეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსი ოკუპანტები – თქვა ემანუელ მაკრონმა ევროპელ ლიდერებთან ერთად, უკრაინის ქალაქ ირპენის მონახულების შემდეგ.

მაკრონი ომში მყოფ ქვეყანაში დღეს გერმანიის კანცლერთან და იტალიის პრემიერთან ერთად ჩავიდა.

“გმირობა, არა მხოლოდ სამხედროებმა, არამედ ხალხმაც გამოიჩინა . ჩვენ ყველამ ვიხილეთ აქ ბარბაროსობის კვალი, აქ სამხედრო დანაშაულები იქნება ჩადენილი და ამის ნიშნებიც საკმარისად არის. ჩვენ უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვეხმარებით, როგორც სამხედრო ისე ფინანსური თვალსაზრისით, რათა ეს ქალაქები რომლებიც დაზარალდა მალე იქნას აღდგენილი”, – თქვა ემანუელ მაკრონმა

banner
წინა სტატიაში„სანამ ივანიშვილის რეჟიმი გვყავს ხელისუფლებაში, მანამდე საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში დაბრუნების შანსი არ აქვს.“ – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატია“მემუქრებოდნენ, რუსულ მხარეს გადაგცემთო” – რუსეთში დევნილ აქტივისტს საქართველოში არ უშვებენ