“15 აპრილს, ე.წ. ქართულ-აფხაზური საზღვრის გასწვრივ მდებარე ხუთი ხიდიდან ერთ-ერთი ჩაიკეტა” -ამის შესახებ ინფორმაციას გალის რაიონის ადმინისტრაცის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, საცალფეხო ხიდი, რომელიც სოფელ თაგილონთან მდებარეობდა მდინარე ენგურმა წაიღო. ნადარაიას მტკიცებით, ხიდი ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, რომ საცალფეხო ხიდით სარგებლობდნენ მოქალაქეები ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოს რეგიონში გადასვლისას. როგორც სოფლის მოსახლეობამ აცნობა “თაიმერს”, ეს სწორედ ის ხიდია, რომელსაც აფხაზური მხარე ვერ აკონტროლებდა, რაც მისი შესაძლო განზრახ ნგრევისა და მდინარე ენგურში ჩაძირვის ყველაზე რეალური მიზეზია.