ოჩამჩირის სანაპიროზე ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილი შესაძლოა ფოთში დაკარგული მამაკაცი იყოს

ოხოტის ზღვაში კატასტროფის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა

ოჩამჩირის ზღვის სანაპიროზე ახალგაზრდა მამაკაცის გვამი იპოვეს. ის შესაძლოა, ფოთში დაკარგული 32 წლის გიგა გ-ს ცხედარი იყოს, რომელიც დაახლოებით 15 დღეზე მეტია გაუჩინარდა. როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, ის მეგობართან ერთად საბელიოდან ფოთში წავიდა. მათ ტაქსის მძღოლთან მოუვიდათ შელაპარაკება, მძღოლი პოლიციის გამოძახებას ცდილობდა. პოლიციის გამოჩენისთანავე გიგა გ. და მისი მეგობარი ერთად სხვადახვა მიმართულებით გაიქცნენ, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება.
მამაკაცის გვამი ამ დროისთვის სოხუმის პროზექტურაში, ექსპერტიზაზეა გადასვენებული. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ახლობელები ვარაუდობენ რომ გიგა გ. მოკლულია და ამის შემდეგ არის ცხედარი სანაპიროზე მიყვანილი. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილს წამების კვალი აღენიშნება. ოჯახი თავის დროზე კატეგორიულად უარყოფდა აფხაზეთის ტერიტორიაზე მის გადასვლას.

წყარო

banner
წინა სტატიაშიაფხაზურმა მხარემ სოფელ თაგილონთან საცალფეხო ხიდი დაანგრია
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: “არ დაგოიმდე ამომრჩეველო”