აფხაზეთში სოხუმისთვის ახალ სახელს ეძებენ

აფხაზეთში სოხუმისთვის ახალ სახელს ეძებენ

afxazeti„ამრა“ – ყველაზე მომგებიანი სახელი იქნება აფხაზეთის დედაქალაქისთვის – აცხადებს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, იურისტი რამგარ მარშანი. პორტალ „სპუტნიკის“ ონფორმაციით, აფხაზი იურისტი მიიჩნევს, რომ თუ სოხუმისთვის ახალი სახელის მინიჭების საკითხი დადგება, უპრიანი იქნება მას „ამრა“ დაერქვეს, რაც აფხაზურად ნიშნავს „მზეს“. „ცნობილია, რომ „სუხუმ“ არის თურქული კოლონიალური სახელწოდება, ხოლო „ამრას“ აქვს აფხაზური ფესვები და ყველა ენაზე ადვილად წარმოითქმება“ – განაცხადა მარშანმა. მისი თქმით, ახალ ათონს მოუხდება სახელწოდება „ამზა“, რაც „მთვარეს“ ნიშნავს. იურისტი მარშანი მიიჩნევს, რომ ამ ორი დასახლებული პუნქტისთვის სახელის გადარქმევა არ გამოიწვევს დიდ დანახარჯებს, მითუმეტეს, რომ ორივე სიტყვა ერთნაირად იწერება აფხაზურად და რუსულად.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: „დასავლეთმა თურქეთის მარტო დატოვება გადაწყვიტა“
შემდეგი სტატიალაშა შავდათუაშვილმა რუსი დენის იარცევი იპონით დაამარცხა