ლაშა შავდათუაშვილმა რუსი დენის იარცევი იპონით დაამარცხა

ლაშა შავდათუაშვილმა რუსი დენის იარცევი იპონით დაამარცხა

53890736საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.

73 კგ. წონითი კატეგორიის რეპეშაჟში შავდათუაშვილმა რუსი დენის იარცევი იპონით დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა დაძაბული შეხვედრის მოგება ბოლო წამებზე შეძლო. ლაშას მეტოქე ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვსა და ისრაელის წარმომადგენელ საგი მუკის შორის დამარცხებული ძიუდოისტი იქნება, რომლებიც საუკეთესოს ვინაობას ნახევარფინალში არკვევენ.

ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია 66 კგ. წონით კატეგორიაში.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში სოხუმისთვის ახალ სახელს ეძებენ
შემდეგი სტატიაძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა