აფხაზეთში გერმანიის ბიზნეს-კავშირის დელეგაცია იმყოფება

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მოწვევით, სოხუმში გემანიის ბიზნეს-კავშირის დელეგაცია იმყოფება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან მსხვილი გერმანული კომპანიის გენერალური დირექტორები და სხვა წარმომადგენლები. ასევე, ცნობილი ჟურნალისტი – ტომას ნელსი, რომელიც აფხაზეთზე მასალას მოამზადებს.
სტუმრობის მიზანია აფხაზეთის ეკონომიკური პოტენციალის შესწავლა, როგორც აფხაზური მხარე ავრცელებს, სტუმრები დაინტერესებული არიან თანამშრომლობით და სხვადასხვა სფეროში შესაძლო ინვესტიციებს განიხილავენ.
შეხვედრა 10 მაისს დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი და კიმ ჩენ ინი 12 ივნისს სინგაპურში შეხვდებიან ერთმანეთს
შემდეგი სტატიამალაიზიას მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული პრემიერი ეყოლება