მალაიზიას მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული პრემიერი ეყოლება

მალაიზიას მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული პრემიერი ეყოლება 92 წლის მალაიზიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მახატხირ მოჰამედმა, ქვეყნის პოლიტიკაში გადატრიალება მოახდინა – ის ოპოზიციის მხარეს გადავიდა და პარტია, რომელიც ქვეყანას 60 წელი მართავდა და რომელსაც თვითონ 20 წელი ხელმძღვანელობდა, დაამარცხა. არჩევნების შედეგებმა ყველაში გაოცება გამოიწვია – 6 ათეული წლის მანძილზე პირველად დამარცხდა სახალხო ფრონტი. ოპოზიციურმა “იმედის ალიანსმა” მახატხირის ხელმძღვანელობით 222 ადგილიდან 113 მოიპოვა, მმართველმა პარტიამ კი – 79 ადგილი.
არჩევნების შედეგის გამოცხადებიდან 12 საათიანი პაუზის შემდეგ მეფემ ოფიციალურად დაავალა ყოფილ და მომავალ პრემიერს მინისტრთა კაბინეტის ფორმირება. ადრე მსგავსი პაუზა მეფეს არ გაუკეთებია – სამეფო კარზე ფიქრობდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ ახალ პოლიტიკურ სიტუაციაში.
მახატხირი 1981-2003 წლებში უკვე იყო პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მაშინ მას “რკინის ხელები” შეარქვეს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში გერმანიის ბიზნეს-კავშირის დელეგაცია იმყოფება
შემდეგი სტატია“ცხოვრებით დაღლილი” მეცნიერი დევიდ გიდოლი ევთანაზიით მოკვდა შვეიცარიაში