აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა მთიან ყარაბაღს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მიულოცეს

აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა მთიან ყარაბაღს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მიულოცეს

11აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკების მთავრობებმა მონაწილეობა მიიღეს მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული სახელმწიფოს 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. აფხაზეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვიტალი გაბნიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მთიანმა ყარაბაღმა რთული გზა განვლო დამოუკიდებლობისაკენ, ისევე როგორც აფხაზეთმა. „თქვენ საკუთარი ქვეყნის დაცვა და სამართლიანობის აღდგენა შესძელით. თქვენ შესძელით შეგექმნათ დინამიური, წარმატებული და განვითარებადი რესპუბლიკა მიუხევადად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მას არ აღიარებენ. თქვენ შესძელით კრიმინალი აღმოგეფხვრათ, შეგექმნათ ქვეყანა, სადაც არ არსებობს ტერმინი “ორგანიზებული დანაშაული”, თქვენ დიასპორა გაძლიერებთ, რომელმაც ქვეყნის ნახევარი აღადგინა” – განაცხადა გაბნიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ხობში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილის დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატია